Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მარშალ პრესი 31/07/2022
სასამართლო

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურამ, სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.

შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

Post navigation

Previous: თამარ ჩერგოლეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი მიწასთან გაასწორა – რა სამარცხვინოა რა თავისმომჭრელად იქცევა – რა გაუკეთა სააკაშვილმა გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილს
Next: მარნეულში ჭაში ორი ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.