Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა გიული ალასანიას ხელი აუქნია – რატომ აღარ უნდა ექსპრეზიდენტს დედამისთან ლაპარაკი (ვიდეო)

მარშალ პრესი 30/07/2022
გიული ალასანია

წავიდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან, როგორც გიული ალასანიამ განაცხადა, ამ თემაზე ექსპრეზიდენტი დედასთან არ საუბრობს.

„ჟურნალისტებმა მთხოვეს დამესვა ეს შეკითხვა და რაღაც ასე გააკეთა [ხელის აქნევა]. არ უნდა ჩემთან ამ თემაზე ლაპარაკი. როგორც ჩანს ეს ინფორმაცია რეალურია, რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე აზრი ერთდროულად ხომ არ გაუჩნდებოდა, ალბათ ეს ასეა“, – განაცხადა გიული ალასანიამ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე.

სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს. სააკაშვილის მეორე ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

 

 

Continue Reading

Previous: მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: ვხედავ მცდელობებს, რომ სახე შეინარჩუნონ და ახალი ვარიანტი გააჩინონ საიმისოდ, რომ სასჯელს გვერდი აუარონ
Next: ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს მატყუარა უწოდა – დიდი განხეთქილება ნაცებში (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025