Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილის ფლიდობასა და თვალთმაქცობას დიდი ხანია იცნობს საზოგადოება. PR-კამპანია – “მიშა იღუპება და ამიტომ გამოსწორდა, მმართველი პარტიის ლიდერის მამასაც კი იცავს და გაათავისუფლეთ”, საეჭვოა რომ სიმართლე იყოს

მარშალ პრესი 30/07/2022
გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს ეხმაურება, რომ საააკაშვილი აღარ არის დაინტერესებული ქართული პოლიტიკით და გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია.

მისი თქმით ახალი PR-კამპანია – მიშა იღუპება და ამიტომ გამოსწორდა საეჭვოა რომ სიმართლე იყოს.

“ვადაზე ადრე პატიმრის სამკურნალოდ გაშვება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ყოვლისმომცველი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა არსებობს მის უმძიმეს, ტერმინალურ მდგომარეობაზე ან მიჩნეულია შეურაცხადად. მეორე ვარიანტია – საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალება. სააკაშვილის ექიმების, ადვოკატების თუ მისი ჯიბის სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ტრაგიკომიკური განცხადებები მათი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არადამაჯერებელია. იუსტიციის სამინისტროს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ჯანდაცვის მიუკერძოებულ სპეციალისტებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე ყოვლისმომცველი მონიტორინგი აქვთ. თუ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხსენებულ უწყებებს ვერავინ დაასწრებდა პატიმარი ექს-პრეზიდენტის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხში განგაშის ატეხვაში. სააკაშვილის ბოროტ ფლიდობასა და თვალთმაქცობას დიდი ხანია იცნობს ჩვენი საზოგადოება. ახალი PR-კამპანია – “მიშა იღუპება და ამიტომ გამოსწორდა, პოლიტიკა აღარ აინტერესებს და მმართველი პარტიის ლიდერის მამასაც კი იცავს და გაათავისუფლეთ”, საეჭვოა რომ სიმართლე იყოს. სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს. მიზეზი მისი სიცოცხლის შენარჩუნება, გადარჩენა გახდა. ექს-პრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილმა თქვა, რომ გია კობახიძის [ირაკლი კობახიძის მამა] რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია, გიას იცნობს, უწესიერესი ადამიანია, მთელ „ედეპეში“ და ქართულ პოლიტიკაში, თავისი კულტურით გამორჩეულია”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილზე: მორიგ “ვირეშმაკობას” აქვს ადგილი თუ მართლა გავიდა პოლიტიკურ დამკაში, ამას დრო გვაჩვენებს
Next: მდინარე სუფსაში გადავარდნილი ტრაილერის მძღოლი ნაპირზე უვნებლად ამოიყვანეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.