Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის “ფერიცვალება”?! მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს, რომ მოიგოს ირაკლი კობახიძის გული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკურ თამაშში ირაკლი კობახიძეს დანებდა!

მარშალ პრესი 30/07/2022
თამთა-მეგრელიშვილი2-640x464-1

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას ეხმიანება და სააკაშვილის სიტყვებს ციტირებს, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის მამაზე, გია კობახიძის შესახებ საუბრობს.

როგორც მეგრელიშვილი წერს, უკრაინელი მიშა დიდად განსხვავდება სატუსაღოში მყოფი მიშასაგან. მიხვდა სადაა, რატომაა და რა ხდება. ამასთან უკვე აშკარაა მისი გადაწყვეტილება განერიდოს ქართულ პოლიტიკას და ის პოლიტიკურ თამაშში ირაკლი კობახიძეს დანებდა!

„თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კარგად დავაკვირდებით ნათლად დავინახავთ, რომ უკრაინელი მიშა დიდად განსხვავდება სატუსაღოში მყოფი მიშასაგან.

მიხვდა სადაა, რატომაა და რა ხდება. ამასთან უკვე აშკარაა მისი გადაწყვეტილება განერიდოს ქართულ პოლიტიკას.

რატომ?! იმიტომ რომ ის თავადაც იაზრებს, რომ დღეს ნამდვილად აღარ არის პოლიტიკური ლიდერი და ამ მოსაზრებას მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი და სხვა პოლიტიკოსები და საქმით მასთან დაკავშირებული პირებიც აღიარებენ და ეთანხმებიან. “მიშა ქართული პოლიტიკით არ ინტერესდება არაფერს უყურებს”- აცხადებს მისი ადვოკატი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით ის ასევე ეხება ირაკლი კობახიძის მამასთან დაკავშირებულ თემას და მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას ამ საკითხთან მიმართებითაც პირდაპირ აჟღერებს -“ძაან შეწუხებული იყო მარტო ამ ამბით და იძახდა ეს წარმოუდგენელია, ჩვენ ერთად ვიყავით პარლამენტში და ის უწესიერესი ადამიანიაო”… საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ გიორგი კობახიძე ნამდვილად წესიერი კაცია და კარგი პოლიტიკოსიც იყო და ამას მიხეილ სააკაშვილის დამოწმება ნამდვილად არ სჭირდება და მაინც, მაშინ რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის “ფერიცვალება”?! მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს, მოიგოს ირაკლი კობახიძის გული რაც მარტივად ნიშნავს იმას, რომ ის დანებდა, პოლიტიკურ თამაშში ირაკლი კობახიძეს დანებდა!“- წერს მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: მიშას მხარდამჭერების სკანდალური აღიარება – ჩვენ ვართ უჩმორესები არაფრის მაქნისი, უტ@@კო ყარაჩოღელები – კობახიძის ჩმორები ვართ და წერტილი!
Next: მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ფეიკი ამხილა, ტვ “ფორმულას” ჟურნალისტური ილეთები დაგმო და ირაკლი კობახიძის ოჯახს გამოესარჩლა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025