Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს, შეძლეს ამ ტრაგედიისთვის პოლიტიკური სარჩული ეპოვათ

მარშალ პრესი 30/07/2022

არის საზღვრები, რომლის გადალახვაც უბრალოდ არ შეიძლება. არის მორალი, ზნეობა, ეთიკა, ადამიანობა. პოლიტიკის გამო, ყველაფრის გადახაზვა არ შეიძლება, – წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

„მთელი საქართველო გლოვობს უმძიმეს ტრაგედიას. საზოგადოება შეძრა მომხდარმა და ალბათ არ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მომხდარ კატასტროფაზე გლოვის გარდა სხვა რამეს გაგაკეთებინებს.

მაგრამ, არა – ეგრეც არ არის. ჩვენ საზოგადოებაში არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები – ამაზრზენი ხალხი, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს, რომლებმაც შეძლეს, ამ ტრაგედიისთვის პოლიტიკური სარჩული ეპოვათ. წარმოიდგინეთ, ცხედრები ჯერ არ გაციებულა და ეს ხალხი თავიანთი უბინძურესი პოლიტიკური მიზნებისთვის გვამებით ვაჭრობენ.

ხალხო, არის დაუწერელი წესები, რაც უბრალოდ არ უნდა გეშლებოდეს. არის საზღვრები, რომლის გადალახვაც უბრალოდ არ შეიძლება. არის მორალი, ზნეობა, ეთიკა, ადამიანობა. პოლიტიკის გამო, ყველაფრის გადახაზვა არ შეიძლება. სად გაიზარდეთ, ან როგორ გაიზარდეთ, ასე რამ გაგაბოროტათ?!“, – Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ვლადიმერ ბოჟაძე: რაც შეეხება PUMA-ს ტიპის ვერტმფრენს, რომელიც ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტმა საკუთარი კომფორტისთვის, შეიძინა და არა სამაშველო ოპერაციებისთვის, მათი გამოყენება ასეთ დროს უბრალოდ არ შეიძლება
Next: მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.