Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ელოდებოდნენ მსგავს უბედურ შემთხვევას, რომ თავისი აფთრები და სვავები კვლავ გამოეშვათ გალიებიდან

მარშალ პრესი 30/07/2022
დავით ქართველიშვილი

Puma-ზე ხომ არც ქარის სიმძლავრე არ მოქმედებს, არც მის რომელიმე აგრეგატს კლდესთან შეტაკების საშიშროება არ ემუქრება – ის ხომ Puma-ა! მაგრამ, რაც მთავარია, ის ხომ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის!, – წერს დავით ქართველიშვილი, რითაც გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება.

მისი თქმით, ასეთებს არასდროს გახსენებიათ სააკაშვილის ფრანგული ვერტმფრენის, იმ წლებში სატყეო ხანძრებისა თუ სხვა სამაშველო ოპერაციებში ჩართვა, რადგან ბელადის პაემნებზე დასწრების ძირითად კომფორტულ გადაადგილების საშუალებად ითვლებოდა სახელმწიფო ვერტმფრენი არასახელმწიფო დანიშნულების მიზნით.

„დღეს გლოვის დღეა, დილიდან მიცვალებულების სახელზე აღვლენილ წირვაზე ვიყავი შვილიშვილებთან ერთად, დაღუპულების ახლობლების გაძლიერებას ვითხოვდით უფლისაგან და არაფრის წერის ხასიათზე არ ვიყავი, მაგრამ ეს შეპყრობილები ხომ არ გასვენებენ – ეს არაკაცები და არაქალები, არაადამიანები, ლეშის მაძიებლები, უსამშობლოები და უღმერთოები. ვერტმფრენი…ბიძინა…„მი-8“…ივანიშვილი…„პუმა“…ოლიგარქი…

უღრან ტყეში დაკარგული ბავშვის სამძებრო ოპერაციას რუსული (!) УАЗ-ებით რომ დაიწუნებ, ამაშიც რუსულ კვალს რომ მოძებნი, „პუწინ-პუწინის“ ძახილით რომ შეიკლავ იქაურობას და „Lamborghini“-ით რატომ არ ეძებენო – ამაზე თავის მესიჯბოქსებს და სატელევიზიო „კარწინკას“ რომ ააწყობ!!! ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მდინარე ვერეზე განვითარებული ტრაგედიის შემდეგ, სადაც პირველად წამოწიეს ვერტმფრენებზე აწყობილი, „Lamborghini“-ის УАЗ-ზე უპირატესობის თემა – თითქოს, ელოდებოდნენ მსგავს უბედურ შემთხვევას, რომ თავისი აფთრები და სვავები კვლავ გამოეშვათ გალიებიდან, მაგრამ რაღა კვლავ – მათ უკან გალიებში შერეკვას ნატრულობს კაცი ამაოდ!

Puma-ზე ხომ არც ქარის სიმძლავრე არ მოქმედებს, არც მის რომელიმე აგრეგატს კლდესთან შეტაკების საშიშროება არ ემუქრება-ის ხომ Puma-ა!!! მაგრამ, რაც მთავარია – ის ხომ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის!!! არც ერთხელ გაგხსენებიათ სააკაშვილის ფრანგული ვერტმფრენის, იმ წლებშიც სატყეო ხანძრებისა თუ სხვა სამაშველო ოპერაციებში ჩართვა – რამეთუ ბელადის პაემნებზე დასწრების ძირითად კომფორტულ გადაადგილების საშუალებად ითვლებოდა და ნუ დამათვლევინებთ ამ პაემნების რაოდენობას! სახელმწიფო ვერტმფრენით! არასახელმწიფო დანიშნულების მიზნით!!! მაიმუნისაგან წარმოშობილნო და გენმოდიფიცირებულებო – შეგვეშვით ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანებს, გინდ ცოცხლებს და გინდ მიცვალებულებს! ერთმანეთით „დატკბით”!“, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: რა „Puma“, რა ბიძინა ივანიშვილი, რა ოლიგარქი და პუტინი, აკვირდებით, შეპყრობილები რომ ხართ? – ნუ გააკეთებთ ისე, ხალხმა გაგცეთ პასუხი ყველა თქვენს უმსგავსობაზე
Next: ზაალ ანჯაფარიძე გუდაურში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: ჩაგვაბარონ საზოგადოებას ანგარიში რა კეთდება ამისათვის, ეს არ ეხება იმ პათოლოგიურ ნაწილს, ადამიანების უბედურებიდან დივიდენდების ამოღება რომ უნდათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.