Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წაბნელდა წაშავდა წაეთრა – მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ემიჯნება და პოლიტიკიდან მიდის

მარშალ პრესი 30/07/2022
მიშა სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირს წყვეტს, ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილის დღის წესრიგში ქართული პოლიტიკა მნიშვნელოვანი აღარ არის.
„მიხეილ სააკაშვილმა საბოლოოდ თქვა უარი ქართულ პოლიტიკაში ჩართვაზე. მან მითხრა, ყველა რესურსი მაქვს ამოწურული ქართულ პოლიტიკაშიო. მე მასთან არა ერთხელ მქონდა საუბარი, ის აღარ ხვდება პოლიტიკოსებს, ორიენტირებულია ჯანმრთელობაზე. მან თქვა, რომ მე ქართულ პოლიტიკაში, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, ის ნაბიჯიც კი გადავდგი, რომ ჩამოვედი და ციხეში ჩავჯექიო, თუმცა ამ პერიოდში გახდა ავად. ახლა მისთვის პოლიტიკა არანაირ დღის წესრიგს აღარ წარმოადგენს“,- განაცხადა გელბახიანმა.
კითხვაზე, ინარჩუნებს თუ არა კავშირს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“? – გელბახიანი გვპასუხობს:
„მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ ჩამოშორდა, მასთან კავშირი აღარ აქვს. პარტიას თუ არ ჩამოშორდება, რანაირად იქნება პოლიტიკისგან შორს? მის ტელევიზორში ქართული არხი ჩართული აღარ არის. მას აუგი საკუთარ თანაპარტიელებზე არ უთქვამს. მან თქვა, რომ მე გავაკეთე ის, რაც შემეძლოო“,- განაცხადა გელბახიანმა.
8 წლის შემდეგ, საქართველოში შემოპარული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე 1 ოქტომბერს დააკავეს.

Post navigation

Previous: სუპერ პუმასაც და იროკეზსაც მი 8-ზე 60%-ით სუსტი ძრავები უყენიათ – პასუხი ტრაგედიით გახარებულ სვავებს – რატომ ჩამოვარდა ტვ “პირველის” ნაქები, სააკაშვილის ნაყიდი სუპერ პუმა და რა უპირატესობა აქვს მი 8-ს
Next: როგორ უკაწკაწებთ კბილები იმისათვის, რომ ოღონდ რაიმე უბედურება მოხდეს, რათა ეს ხელისუფლების, ხალხის წინააღმდეგ გამოიყენონ – ყველას გვახსოვს, თუ როგორ გამოშიგნეს „პუმას“ ვერტმფრენი, ბელადისთვის სასეირნოდ რომ გადაეკეთებინათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.