IMG.GE IMG.GE

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით რამზან კადიროვის განცხადება თავხედურია.

რამზან კადიროვმა გუშინ განცხადებაა გაავრცელა, სადაც ვასამბეკ ბოკოვის საქართველოში დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, კადიროვის განცხადება არის ტერორისტის განცხადება, რომელიც ტერორისტის ენით ბაქიბუქობს და ამბობს, ეს მას რომ დაეგეგმა, შეასრულებდა.

როცა ასეთ განცხადებას აკეთებს პუტინის მთავარი მოკავშირე კავკასიაში და მისი ქვეშევრდომი, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და ღირსების მქონე სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლებას ვგულისხმობ, რუსეთის ფედერაციასა და პუტინს საკადრის პასუხს გასცემდა – საკუთარ მოქალაქეს და საკუთარი ქვეყნის ღირსებას დაიცავდა. საქმის კურსში საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩააყენონ და ამბავს სერიოზული რეაქცია უნდა მიეცეს, რადგან რუსეთი გეგმავდა საქართველოში ტერორისტულ აქტს. ეს არის ფაქტი, რომელსაც ადასტურებს ასევე, საქართველოს სპეცსამსახურები და შესაბამისი პოლიტიკური განცხადება უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ შესაბამის ტონალობაში. ხმამაღლა უნდა მიმართონ საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორ ქვეყნებს, რათა გვერდში დაუდგენ საქართველოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,“ – აღნიშნა გოცირიძემ.

„დამიჯერეთ, თუკი ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, დავალებას ასრულებს, გიორგი გაბუნიამ სჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს“ – რამზან კადიროვი

კომენტარის დატოვება
IMG.GE