“სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება
დასავლეთი საქართველოს იმისთვის სჯის, რომ ვერ აიძულა ქვეყანა რუსეთისთვის მეორე ფრონტი გაეხსნა! ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ჩვენი ქალაქები არ არის დაბომბილი , ხალხს და ქვეყანას კი განსაცდელი აარიდა!
ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი , საკმაოდ მოზომილი ,განცხადება ამას ადასტურებს!
მრავალჯერ თქმულა, დასავლეთს მხოლოდ თავისი ინტერესები ამოძრავებს. მიუხედავად იმისა , რომ საქართველომ ყველაზე მეტი გაიღო ოკუპანტთან ბრძოლაში, საქართველოს ომში ჩართვისთვის ყველაფერს კადრულობენ. მიწასთან გასწორებული ქვეყანა და ათასობით დახოცილი კი მათთვის მხოლოდ აღშფოთების საგანი იქნებოდა. დაწერილი სცენარით გვიტევენ: მოსყიდული ევროპარლამენტარები და Credit Suisse-ის მიერ ასობით მილიონის მიტაცება, ზელენსკი-არახამიას მუქარა, ევროკავშირში კანდიდატობის შეჩერება, საქართველოში მე5-ე კოლონის ამოქმედება და პოლარიზაციის გაღრმავება, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და სახელმწიფო სისტემის რყევა. სექტემბრიდან ახალ ტალღას ამზადებენ, სახელმწიფოს არ აძლევენ საშუალებას , რომ შიდა პრობლემების მოგვარებისთვის იზრუნოს, მოაგვაროს მოქალაქეთა სოციალური საკითხები და მიგრაციის პრობლემები. დიდი თანხებია გამოყოფილი იმისთის, რომ საქართველოში არეულობა გამოიწვიონ და სისტემა ჩამოშალონ. შესაბამის სამსახურებმა გამოაქვეყნოს, რომელი პოლიტიკური ორგანიზაცია და NGO რამდენ მილიონს იღებს და რა შეკევთას ასრულებენ!
საქართველო, სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის ისჯება. ბიძინა ივანიშვილი კი სამშობლოს სიყვარულისთის!
ჩვენი ამოცანნა აშშ-ს და ევროპას ჩვენდამი დამოკიდებულება შევაცვლევინოთ! საქართველომ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს, რომ დასავლეთი დარწმუნდეს რომ ჩვენთან ურთიერთობა მხოლოდ პარტნიორული უნდა იყოს!
მიუხედავად იმისა, ვის რომელი პარტია თუ პიროვნება მოსწოს, ყველას ვალდებულებაა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. არვის მივცეთ უფლება შეარყიოს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ ხალხს მომაკვდინებელი საფრთხე შეუქმნას!
– წერს ლევან მამალაძე