“თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შეურაცხყოფა გვაყენოთ და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, ეს არასწორია”- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძე, ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძესა და “მთავარი არხი”-ს კორესპონდენტს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
“რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინო და მე ჩუმად გიყურო რა ლამაზად მაგინებ? ეს არის სწორი მიდგომა? – მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.