ვისურებდი, რომ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ერთსა და იმავე გამოსვლაში აქტიურად იცავს უცხო ქვეყნის ელჩს ჩვენს ქვეყანაში, მან თუნდაც იმის ნახევარი მონდომებით დაიცვას ჩვენი ელჩები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„საჭიროა, რომ ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს. მან გუშინ აღიარა, რომ ის სცილდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი. ჩემი რჩევა იქნებოდა 2024 წლისთვის პოტენციური კანდიდატების მიმართ, მოდით, ჯერ წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია, რადგან თუ აგირჩევენ პრეზიდენტად, მერე აღარ მოგეწონოს ის უფლებამოსილებები, რომლისთვისაც იბრძოდი, რბილად რომ ვთქვა, არის უცნაური რეაქცია“, – აღნიშნა წულუკიანმა.