
შეიძლება იმ თვალსაზრისით, რომ რამე შეიცვლება და უკეთესს სასამართლოს მივიღებთ, არაფერი არ შეიცვალოს, მაგრამ მნიშვნელოვანი იმ გაგებით, რომ ადამიანებს უფრო დეტალურად მოუყვეთ იმ პროცესების შესახებ, რაშიც მონაწილეობ, საინტერესოა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რა პროცესშიც მონაწილეობ, იმის მოყოლის დროს უფრო დამაჯერებელი ხარ, ვიდრე როცა გარეგანი დამკვირვებელი ხარ. ეს პროცესი, ევროპელები რასაც გვეუბნებიან, არის ის, რომ დავამთავროთ ჩხუბი და გადავიდეთ პოლიტიკურ ვაჭრობაზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.