
ქალი მსჯავრდადებულები ფიტნეს-ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ფიტნეს-ინსტრუქტორის პროფესიის შემსწავლელი კურსის ფარგლებში, მსჯავრდადებულებმა ტრენინგი სპორტულ ფსიქოლოგიაშიც გაიარეს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, სამი თვის განმავლობაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტის მეორე ეტაპში 30 მსჯავრდადებული მონაწილეობდა. მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
მიღებული ცოდნა მსჯავრდადებულებს გათავისუფლების შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება.
სასწავლო პროცესს ფიტნეს აკადემიის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობასა და ამ მიზნით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მომავალშიც გააგრძელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.