

მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში მორიგ ტყუილს წერს და ამბობს, რომ 20 ივნისს, ხელისუფლებამ სპეციალურად გააჩერა მეტრო, ავტობუსი, გათიშა ინტერნეტი, ჩაახშო მობილურის სიგნალი, რომ ხალხი არ მისულიყო აქციაზე, თუმცა არ გამოუვიდათ.
“ამ კადრებმა გადამრიაა! მიყვარს ეს ხალხიიი! ნამდვილი, ძირძველი ევროპელები ვერაფერი შეაჩერებს ამ სვლას! ავტობუსებიც გააჩერეს, მეტროც, ინტერნეტი და ტელეფონები ჩაახშეს, წვიმა და თავსხმა იქნებაო აცხადეს პროპაგანდისტებმა და მაინც ყველაზე მეტი ხალხი იდგა რუსთაველზე, რაც კი მინახავს”- წერს მიშველაძე, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული ტყუილების გავრცელებასა და დაბრალებებში, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე.
