

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
“ჩვენთვის სანატრელი ევროპა , რომელიც სამართლიანობის და კეთილდღეობის მაგალითი იყო, პოლიტიკური გარიგებების, კორუფციის და რუსული ნარატივს არენად იქცა!
ჩნდება ეჭვი, რომ ცნობილი შვეიცარიული საბანკო გიგანტის Credit Suisse-ს და დაფინანსებული მეხუთე კოლონის ინტერესები დაემთხვა, ევროპარლამენტი ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენეს , ქართული სახელმწიფოს წანააღმდეგ!
საინტერესო იყო რეზოლუციის მიღების პროცესი. თავიდან რეზოლუციის ტექსტი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, შემდგომ კი ევროპის სახალხო პარტიის“, „განაახლე ევროპის“ და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ შესწორებებს დაუჭირეს მხარი. ეს შესწორებები მცდელობაა სააკშვილი , პოლიტიკური და მედია დაჯგუფებები კანონონზე მაღლა დააყენონ, ბიძინა ივანიშვილს კი სანქციები დაუწესონ! გავეცანი ტექსტს და უამრავი კითხვა მიჩნდება:
– ვინ არაიან ის ევროპარლამენტარები ვინც რეზოლუციის შესწორებას დაუჭირა მხარი. რამდენჯერ შეხვდნენ მათ, სააკაშვილის ემისრები და რა გარიგება შედგა. რამდენად არიან ეს პირები კავშირში რუსულ ინტერესებთან და საფინანსო წყაროებთან?
– რამდენად ჩართულია შვეიცარიული ბანკი Credit Suisse საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებაში და ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაში. ხომ არ არის ეს ნაბიჯი მიმართული იქითკენ , რომ სანქციების შემოღებით Credit Suisse ცდილობს თავი აარიდოს მითვისებული ასეულობით მილიონი დოლარის დაბრუნებას? რა ტრანსაქციები განახორციელა ბანკმა, ლობისტური ჯგუფების, ევრო პარლამენტარებისა და მათთან დაკავშირებული პირების მოტივაციისთვის?
– რატომ ცდილობს ევროპარლამენტი გათელოს ქართული კანონმდებლობა, ხოლო დაფინანსებული პოლიტიკური და მედია ჯგუფების ინტერესები კანონზე მაღლა დააყენოს?
– რატომ უნდა ევროპარლამენტს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა , მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნები ომში პირდაპირ არ ერთვებიან და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს თავისი ინტერესების ჩარჩოებში აწესებენ?
– რატომ არ ითვალისწინებენ ქართულ ათასწლოვან ტრადიციებს- იდენტობას და ცდილობენ ქართული საზოგადოება აიძულონ შეუთავსებელი სექსო-სოციალური წესით აცხოვრონ?
– რატომ არ ირჩევენ საქართველოს მიმართებაში , პარტნიორულ ურთიერთობებს, რატომ მიაჩნიათ რომ საქართველო მხოლოდ ევროპის ბუფერულ ზონას უნდა წარმოადგენდეს და ზღუდავენ ყოველგვარ სუვერენულ ინიციატივებს?
– რა მოტივაციით გვიწესებენ ბარიერებს ევრო ინტეგრაციის კუთხით და აძლიერებენ რუსეთის გავლენას?
ეს საკითხები გარკვევას საჭიროებს და დასაბუთებულ პასუხს , რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა , არ მოექცეს ისეთივე გავლენის ქვეშ , როგორც ევროპარლამენტი!
იმედი მაქვს სამართლიანობა გაიმარჯვებს, საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ინტეგრაცია გაგრძელდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში , ევროპა დაკარგავს თავის ისტორიულ შანსს. ამაში ტრაგიკული არაფერია! საქართველო თვითონ დაარეგულირებს მეზობლებთან და წამყვან ქვეყნებთან ურთიერთობებს , დააბალანსებს გეოპოლიტიკურ ინტერესებს, რაც ჩვენი ქვეყნის გაძლიერების ახალ ეტაპად უნდა ვაქციოთ!”
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე
