ხელვაჩაურის მერიის, ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებათა, ახალგაზრდული ინიციატივის პროექტების დაფინანსების ფარგლებში: თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში და ჭარნალის საჯარო სკოლაში, „მე მწვანე მომხმარებელი ვარ“, „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ და ,,დაიცავი გარემო” დასკვნითი აქტივობების, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია, იმავე სკოლის მოსწავლეებმა გამართეს, მათი ნამუშევრების, ხელნაკეთი ჩანთების ჩვენება სკოლის ფოიეში მოაწყეს.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ესწრებოდა. ასევე, სკოლის პატარა სახელოსნოც დაათვალიერა და ჭარნალის სკოლის მიმდებარედ ხეების დარგვის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.
ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.