IMG.GE ___________________________________ IMG.GE
ნუგზარ ჭონქაძე სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებ წერს:
“ეს ჩვენ ვიცით და გვახსოვს ყველაფერი მაგრამ ახლა დავწერ იმ ახალგაზრდებისთვის ვინც ნაციონალების ზეობის დროს იყო 8-9-10 წლის დღეს ზრდასრულები არიან და ჰგონიათ რომ მაშინ ქვეყანა დუღდა, ყვაოდა ეკონომიკა, დემოკრატია, გამოხატვის თავისუფლება და საერთაშორისო ასპარეზზეც კაი პოზიციები გვქონდა.
ეს ყველაფერი არის ტყუილი მეგობრებო, ის ტყუილი რომლითაც დღეს თქვენ სხვა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში (რომლებიც ბოკერიას სრული კონტროლის ქვეშაა) გბერავენ. თუ სურვილი გაქვთ გაიგოთ სიმართლე, მარტივად შეგიძლიათ “დაგუგლოთ” და წიკითხოთ რა და როგორ იყო მაშინ. წამებებს რომ თავი დავანებოთ, მაგის გარდა კიდე უამრავი უკანონობა ხდებოდა. თუნდაც აი ესენი, ახლა საკუთარ თავებს “ლიდერებს” რომ უწოდებენ, მართლაც რომ ცალ-ცალი კალოშებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაკარონის ხაჭაპურს იღებდნენ ნისიად საცხობებში. მერე უკანონოდ მოიხვეჭეს ქონება და ახლაც სხედან მაგ ქერის ორმოში მარა არ ჰყოფნით, კიდე ეგულებათ სახრავი ეტყობა. ზოგი მათგანი ახლა მილიონერია ზოგი მილიარდერიც კი (ესეც შეგიძლიათ დაგუგლოთ).
და კიდე:
ეხლა ტელევიზიის დირექტორი რომ ჰქვია მაშინ ეს სუბიექტი იყო გენპროკურორის მოადგილე. წამოიდგინეთ რომ რასაც მის არხზე აჩვენებენ ის მაშინ იყო პროკურატურისთვის მკიცებულება და “მურუსიძის სასამართლოსთვის” (ესე მათი პროდუქტია) განაჩენი. ანუ აი თუნდაც ის 40 შაურმა რომელიც გუშინ ეთერში გაუშვეს და როგორც დანაშაული ისე წარმოგვიჩინეს მისთვის იყო დანაშაულებრივი ფაქტი. ასეთი “ფაქტებით” გამოჰქონდათ განაჩენები, უსპობდნენ ადამიანებს აწმყოს და მომავალს. ამის პროკურორობის დროს ადამიანი გაასამართლეს მკვლელობაზე, მიუსაჯეს და მერე ის “მოკლული” მივიდა სასამართლოში, უთხრა რომ ცოცხალი ვარ არ მოუკლივარო, ის მაინც არ გამოუშვეს. კაცი დაიჭირეს 30 აგურის მოპარვაზე და დაკითხვისას რომ “გამოავლინეს” 30 აგურს ერთად ვერ გამოიტანდა, იმდენ ეპიზოდად დაუყვეს საქმე რამდენი რეისიც გააკეთა ამ აგურების მოპარვაზე, შეუკრიბეს და 12 წელი მიუსაჯეს. აი ასეთი სამართალი ჰქონდა მაშინ ამ “პატრიოტებს” დღეს გულზე მჯიღს რომ იბრაგუნებენ და სამართლიანობას ითხოვენ. ეს მხოლოდ რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანე და ასეთები იყო ათასობთ!
ახლა გადავალ ნიკანორ მელიაზე.
ამ ბოლო დღეებში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას რომ ეს სუბიექტი 2007 წელს მიტინგზე იდგა და სააკაშვილის რეჟიმს აპროტესტებდა. სიმართლე კი ასეთია (მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში). 2007 წელს ის მუშაობდა უშიშროების საბჭოს ცენტრალურ აპარატში, ლომაიასთან (ხომ წარმოგიგენიათ ეს ტიპი მაშინ მიტინგზე 🙂 ). 2008-2010 წლებში იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ჯერ მოადგილე მერე უფროსი. 2010-2012 წლებში იყო სასჯელარსრულების პრობაციის დეპარტამენტის უფროსი. 2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის გამგებელი. ახლა რატომ დავწერე ამდენი:
ის მითები რომ “ადრე ნაციონალი არ იყო” არის ფარსი. სხვა რა თანამდებობებზე უნდა ყოფილიყო რომ ნაციონალად ჩათვალონ? :))
ეს ტიპი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, ანუ იმ გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი რომელსაც მაშინ “40 შაურმის” საფუძველზე იღებდნენ, ეს იყო ქონების ჩამორთმევა, ანგარიშების დაყადაღება, ღამის ნოტარიუსები, ბიზნეს წილების ახევა და ა.შ. კიდე ბანკებში რომ ადებინებდნენ ქონებას საპროცესოსთვის და კრედიტებს უფორმებდნენ ადამიანებს, მერ რომ ვერ იხდიდნენ, ამ ქონებასაც ეს ჯეელი ართმევდა.
ასე ხდებოდა მაშინ…
დღეს ეს “აღმასრულებელი” თვიონ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ცდილობს თავი დაიძვრინოს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ მაშინ, აღსრულებას რო შეწინააღმდეგებოდი კი არა უბრალოდ ნაწყენი თვალით შეგეხედა, რა მოხდებოდა…
იმედის ჟურნალისტმა მიტინგზე რაღაც ცუდად ჩაახველაო და იმ ღამესვე დაარბიეს ტელევიზია.
ასე წაართვეს ტელევიზიები მეპატრონეებს რომლებიც ამ ხელისუფლებამ დაუბრონა. ამ ტელევიზიების მეშვეობით ახდენდნენ საზოგადოებრივი აზრის ხელოვნურად სათავისოდ ფორმირებას რომ ყველაფერი აჟურში ჰქონდათ.
ეს იყო მათი დიდი აფიორა და “პოტიომკინის სოფლები” (ესეც დაგუგლეთ თუ არ იცით რას ნიშნავს).
რაც შეეხება “საერთაშორისო გამოხმაურებას” რასაც დღეს გვატენიან როგორც მოცემულობას. ესეც მარტივად ასახსნელია, ვინაიდან პოლიტიკა მასეთი საქმეა, ვიღაცას იქ, თავისი ინტერესებისთვის სჭირდება აქ ესეთი ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანა. განა არ იციან რომ ძაღლის შვილებიც არიან მაგრამ ეს მათი ძაღლისშვილები არიან და მიტომაც აკეთებენ ასეთ შეფასებებს….
ყველას თავისი სიმართლე აქვს მაგრამ ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია და ეს ჭეშმარიტება ყოველთვის პოულობს თავის გზას და კვალს – თვისება აქვს ასეთი 😉
P.S. აქ ყველაფერს, რაც მაშინ ხდებოდა ვერ დავწერ იმიტომ რომ უსასრულობაში გავალ. თუ რომელიმე თქვენგანს (ახალგაზრდებს ვგულისხმობ) მართლა სიმართლე აინტერესებს, შეუძლია უბრალოდ “დაგუგლოს”” – წერს ჭონქაძძე
კომენტარის დატოვება
IMG.GE