IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ვადასტურებთ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას, არასასიამოვნო ფაქტია, როცა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში მიდის, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მან და მისმა პარტიამ აირჩიეს ასე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება ყოველთვის კრიტიკის საფუძველი ხდება, თუმცა არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს არ უთქვამს, რომ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქმე აქამდე მივიდა და საჭირო გახდა ნიკა მელიას დაპატიმრება. მას ყველა ბერკეტი ჰქონდა, რომ გადაეხადა გირაო, საპატიმროში არ წასულიყო და ეღიარებინა ბრალი, რასაც სხვადასხვა ინტერვიუში ისედაც აღიარებს. ეს იქნებოდა გამოსავალი. შეგვეძლო საკითხი მშვიდობიანად დაგვეხურა და იმ უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე გადავსულიყავით, რაც ქვეყანას სჭირდება. ხელისუფლებასა და პოლიციას სხვა გზა აღარ ჰქონდათ. თუ გვინდა კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ავაშენოთ, ეს იყო აუცილებელი ქმედება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი დღესაც არსებობს, მელია შეიძლება გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან, თუ ის საჯარო განცხადებას გააკეთებს და დანაშაულს მოინანიებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება