პარლამენტის თავმჯდომარემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში არსებული, იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებთან გამართული ბრძოლებიდან 100 წელი გავიდა.
1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის ჯარისკაცებთან უთანასწორო ბრძოლას, ქართველ იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა.
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში არსებული, იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქეთს ეწვევა