IMG.GE ___________________________________ IMG.GE

იბრიქებოდნენ იქ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე – დაიცვეს მელია?! სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ, ვინ შეატოვეს? – ისევ საწყალი ხალხი და საწყალი აქტივისტები დააჭერინეს! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„აი, ასეთი ლიდერები არიან ესენი – უბრალო აქტივისტები შეატოვეს და უბრალო აქტივისტები დააკავებინეს! აბა, ვინ არის ნიკა მელიას გარდა დაკავებული?!“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება