IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ეს არის გზა, რომლითაც უნდა იმოქმედოს ნებისმიერმა ღირსეულმა სახელმწიფომ და მისმა ხელისუფლებამ. თუკი სასამართლომ გამოიტანა განჩინება და მისი აღსრულება დაეკისრა შსს-ს, მათი უშუალო ვალდებულება გახლავთ, რომ კანონის აღსრულება მოხდეს,– ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი „ქრონიკაში“ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა.

„გასაგებია იქ შეკრებილ ადამიანთა ჯგუფი თუ რატომ აღიქვამენ ამას ასე მტკივნეულად, ვინაიდან მათ ვერ განახორციელეს ის, რისი იმედიც ჰქონდა, ვერ აიყოლიეს ხალხის მასები, რომ ეს აჟიოტაჟი უფრო გაძლიერებულიყო. უფრო მეტიც, საზოგადოებაში აბსოლუტურად სხვანაირი განწყობაა, რომ სახელმწიფომ გამოავლინა, რომ ის ნამდვილად სახელმწიფოა და მისმა პოლიციამ განახორციელა კანონის აღსრულება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მოესურვება რომ კანონი დაარღვიოს, მაშინ ჩვენ სახელმწიფო არ ვიქნებით. დამისახელეთ ერთი ცივილიზებული ქვეყანა, სადაც კანონის აღსრულება არ ხდება“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ქაოსი, დესტაბილიზაცია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება