IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ნაცმოძრაობის მესამე სართულის ოპოზიციის ხანმოკლე ჟრიამული დიდი ალბათობით დასრულდება. ამას ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე ვამბობ. ამიტომაც შეხვდნენ ასეთი აგრესიით ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნას.

მათ მოინდომეს ქვეყანაში ისეთი პრეცედენტის შექმნა, როდესაც ნებისმიერ ოპოზიციურ პოლიტიკოსს შეუძლია მიაფურთხოს კანონს, ფეხქვეშ გაიგდოს სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოებრივი აზრი, მხოლოდ იმიტომ რომ ოპოზიციონერია, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა რომ მელიას მიერ სამაჯურის დემონსტრატიულად მოსროლას მყისვე მოჰყოლოდა რეაგირება, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ არ გაამწვავა ვითარება, რადგანაც ის ჯერ კიდევ დეპუტატი იყო.

„რამდენიმე დღის აქ დავწერე, რომ თუ ხელისუფლება არ აღასრულებდა კანონს და კრიმინალ ნიკანორ მელიას არ მიუჩენდა კუთვნილ ადგილს, გადავხედავდი ხელისუფლების მიმართ ჩემს დამოკიდებულებებს. ვიტოვებ იმედს რომ არ მომიწევს ამის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს ჩემსავით.

დღეს მელიამ და „ნაცმოძრაობამ“ ფაქტიურად „აბორდაჟზე“ აიყვანეს ოპოზიციის და საზოგადოების, საბედნიეროდ უმცირესობის, ერთი ნაწილი. ფაქტიურად, მძევლების როლში ჰყავთ თავიანთ ოფისში. ეს პარტიები კი ვერც ხვდებიან, რომ ნაცმოძის ოფისიდან პოზიორობით, საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ასამარებენ“, – წერს ზაალ ანჯაფირეძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება