IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

ოპოზიცია აცხადებს მზადყოფნას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ოღონდ ისევ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით.
ნებისმიერ არჩევნებს, ადგილობრივს, რიგგარეშეს, მორიგს, ანუ 2024-ს, თუ შემდგომს, წინ უნდა უძღოდეს:
1. 2020 წლის არჩევნების გამოძიება, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობით;
2. არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა.
ეს ორი საკითხი უნდა იყოს მოლაპარაკებების მთავარი თემები.
ეს ორი რამ როცა გაკეთდება, მერე თუ გსურთ ყოველ თვე ჩაატარეთ. 2 თუ 3 ნოემბერს დავწერე ხმების გადათვლასთან დაკავშირებით და იმავე აზრზე ვარ. ბიულეტენები, ურნები, ოქმები, ხელმოწერები, ხალხი ადგილზეა. თუ არ დაადგენთ გაყალბდა თუ არა, რომელ ახალ არჩევნებზე შეიძლება საუბარი?
ასევე, მე-5 რაუნდი წარუმატებელი იქნება, თუ წინასწარ ჩაიდება შეუსრულებელი მოთხოვნები” – წერს სალუქვაძე.
კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება