IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დოკუმენტი საშუალებას გვაძლევს, საქართველოს დეოკუპაციის სავალ გზაზე ძალიან მყარი იურიდიული ინსტრუმენტი გვქონდეს – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

„მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ შეეხო ეს საშინელი ადამიანის უფლებების დარღვევები, ჰქონდეს საერთაშორისო დონეზე სამართლებრივი ბრძოლის საშუალება, რომელსაც, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება