IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ვაქცინაციის პროცესი როდესაც გაჩაღდა, მთელ მსოფლიში ერთ-ერთი პრობლემა, რომელმაც გარკვეულწილად დისონანსი შემოიტანა ამ იდილიაში, იყო ვაქცინაციასთან ასოცირებული ყველაზე ხშირი ალერგიული რეაქციები, მათ შორის სისტემური ალერგიული რეაქცია, რასაც ანაფილაქსიური შოკი ეწოდება, – ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ გადაცემაში განაცხადა.

 

„ტრადიციულად ვიცით, რომ საშუალოდ მილიონ დოზაზე გაკეთებულზე ფიქსირდებოდა 1-დან 3-მდე სხვადსხვა მონაცემებით ანაფილაქსიური შოკი. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ახალ ვაქცინებში, რომელიც არის და რეალურად პერსპექტივაში ვხედავთ, არ შედის კვერცხის დანამატი, არ შედის ჟელატინი იმ შპრიცებში, რომლითაც ის გადაიტანება, ინახება და განზავდება, არ არის ლატექსთან კავშირში და არც ერთი დანამატი არ არის ანტიბიოტიკთან ასოცირებული. ეს ის კომპონენტებია, რომლებიც ძველ ვაქცინებში სხვადასხვა სახით გვევლინება, რაც მე ჩამოვთვალე, მაშინ რა ქმნის პრობლემას? ახალი ტიპის ვაქცინები სტაბილიზაციის თვალსაზრისით, მესენჯერულ ერენემზე თუ გავაკეთებთ აქცენტს, ორგანიზმში შეყვანის შემდეგ რომ გახდეს სტაბილური, იძულებული გახდნენ, ის გაეხვიათ სპეციალურად ლიპიდურ, ანუ ცხიმოვან გარსში, რომელიც ცნობილია „პეგის“, ანუ პოლიეთილენგლიკოლის სახელით, რომელსაც ზოგადად იცნობს სხვადასხვა მედიკამენტების შემადგენლობაში შედის და ა.შ. ამ ვაქცინების მილიონობით დოზის გამოყენების შემდგომ, ბოლო სტატისტიკა, რასაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვაწვდის, ერთ მილიონ გაკეთებულ დოზაზე, 11,1 შემთხვევაა ანაფილაქსიური რეაქციის.

საბედნიეროდ, აქაც უნდა ითქვას, რომ არც ერთი პაციენტის ლეტალობა არ დაფიქსირებულა. ყველა იყო მართვადი და პაციენტების უდიდესი ნაწილი წინასწარ ისტორიაში აფიქსირებდნენ რთულ რეაქციებს და მათ უკვე აუტოინექტორი ადრენალინისაც ჰქონდა დიდი ნაწილს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

მისივე თქმით, საკითხზე მუშაობა საქართველოშიც მიმდინარეობს.

 

ზოგადად ალერგიული პაციენტები ძალიან ბევრია, მათ არავითარი წინაღობა ვაქცინაციის არ აქვთ. მოვიყვან ისრაელის მაგალითს, რომელიც ხშირად არის საერთაშორისო მედიაში – ტენტია გაშლილი, სადაც ასეთი ვაქცინირებული პაციენტები 15-დან 30 წუთი სხედან და ელოდებიან დაკვირვების პერიოდს, ასე იქნება ჩვენს ქვეყანაშიც. თუ ადამიანს ვაქცინაციის პირველ დოზაზე დაუფიქსირდა ალერგია, ამ შემთხვევაში კატეგორიული წინაღობაა მეორე დოზის გაკეთების, ამიტომ ეგ საკითხი მოგვარებადია. ზოგად პოპულაციას, ვისაც ალერგია აქვს, არ უნდა შეშინდეს. იქნება დაკვირვება, ექიმები იქნებიან ცოდნით და სპეციფიური წამლებით აღჭურვილები, ეს იქნება ადრენალინი თუ სხვა დახმარების საშუალებები.

 

ჩვენი სპეციალისტები დატრენინდგებიან და ამ მხრივ საშიშროება იქნება აბსოლუტურად მოხსნილი და მართვადი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება