IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 14 827 ტესტი ჩატარდა.

ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა – 52, იმერეთი – 107, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 51, გურია – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევათა რაოდენობაა 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 663, აჭარაში – 251, იმერეთში – 667. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 55, იმერეთში – 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 3, იმერეთში – 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 – თბილისში, 175 – აჭარაში, 22 – იმერეთში. 6 343 ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 204, აჭარაში – 115, ხოლო იმერეთში – 9. სულ 6 ოქტომბრიდან – 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 743.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 20 231 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 602 პირი, აჭარაში – 1 501, იმერეთში – 2 108”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება