IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება და ნატო- საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედი წარმომადგენლები დაესწრებიან.

წელს, ნატო-საქართველოს პირველ სხდომაზე გასული წლის ეროვნულ პროგრამას შეაფასებენ. ნატო-საქართველოს ერთობლივი გეგმები, განახლებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოს მომავალი წევრობა ნატოში, ალიანსის 2030 წლის კონცეფცია, ოკუპირებული ტერიტორიები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემების, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგთან ნატოს შტაბბინაში განიხილავს.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკომისიაში შეხვდება ევროპული პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, სადაც COVID19 ის გამოწვევებთან გამკლავების გარდა, საუბარი შეეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოში გამართულ შეხვედრებზე პარტნიორებთან, საქართველოს მიერ 2024 წელს მომავალ წევრობაზე განაცხადის ოფიციალურად გაკეთებაზე გაამახვილა ყურადღება.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება