IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს საქართველოს სახელმწიფომ მართლაც უდიდესი გამარჯვება მოიპოვა!
დიახ, მართლაც უდიდესი გამარჯვება და რა თქმა უნდა ხვალ ვერც “ერთი ბილეთი სოხუმამდე” გვაქვს და ვერც ონში გადავალთ “ჩერეზ” ცხინვალით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღეს პატარა ქვეყნებს დიდი მეზობლების აგრესიისგან თავდაცვის საშუალებად შიდა სამხედრო რესურსთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია (თუნდაც იმ სანქციებით, რომელთა შედეგებს ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ რუსეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმებია).
რეალობა ასეთია და ჩვენთვის მომგებიანი, რაც დეოკუპაციის რთული პროცესის დაწყების პერსპექტივას გვაჩვენებს.
ბუნებრივია, რომ ეს პროცესი დროში გაწელვადია, მაგრამ ხელისუფლების სწორი ქმედება და ისევ და ისევ დასავლეთის მხარდაჭერა რეალურ იმედს იძლევა.
რაც შეეხება ნიკა გვარამიასა და ვინმე “ნანუკას” იდიოტურ გამონათქვამებს ნაციონალური მოძრაობის ამ “დიდი წარმატების” შესახებ, უბრალოდ ვიტყვი – რომ არა მათი პოლიტიკური ძალისა და ყოვლად არაადეკვატური ლიდერის აბსოლუტურად გაუთვლელი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებიდან ამოვარდნილი და აშკარად მოღალატური ქმედებები, დღევანდელი გამარჯვება არ იქნებოდა.
არ იქნებოდა იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს საჭიროება არ დადგებოდა!
მთავარი ნაბიჯი გადადგმულია, ახლა არანაკლებ რთული გზა გვაქვს გასავლელი და საბედნიეროდ დარწმუნებული ვარ რომ საბოლოო შედეგი ჩვენი სამშობლოსთვის ღირსეული იქნება”- წერს გია გაბრიჭიძე.
კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება