IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“არა, რა, მართალი იყო ის ბიჭი: ქვა რომ ქვაა, იმას გააგებინებ რაღაცას და ამ ნაცსექტანტებს ვერაფერს შეაგნებინებ!

სტრასბურგის სასამართლოს არ დაუდგენია, ვინ დაიწყო ომი! არც ის დაუდგენია, როგორ მივედით ომამდე!

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, ანუ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, როცა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში აღარც ქართული ჯარი იყო და აღარც ქართული პოლიცია, როცა რუსეთი იყო ყველას და ყველაფრის გამკონტროლებელი და ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალები იდგა, დაირღვა საქართველოს მოქალაქეების უფლებები, აწამეს და დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები, აწამეს და დახოცეს ქართველი სამხედროები!

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია არც 8-12 აგვისტოს პერიოდზე და არც წინმსწრებ მოვლენებზე! საომარი მოქმედებების დამთავრებიდან მალევე ამ საკითხებზე იმუშავა ევროკავშირის კომისიამ ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით და ის დასკვნა მაშინვე გამოქვეყნდა! ახლაც დევს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ქართულად და ინგლისურად!

საომარი მოქმედებების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე მსჯელობა კი სტრასბურგის, ანუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კი არა, ჰააგის ტრიბუნალის საქმეა! მორჩით სპეკულაციებს!

ახლა მთავარია, სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მიღწეული გამარჯვება გონივრულად გამოვიყენოთ და შიდაპოლიტიკურმა ინსინუაციებმა ეს გამარჯვება დამარცხებად არ გადააქციოს!

დაიმახსოვრეთ: ეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია!
ეს მასშტაბური პრობლემაა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ:  პოლიტიკური დაპირისპირებით არ დააზიანოთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება