IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ვესწრებოდი კომისიის ერთ-ერთ სხდომას, სადაც მიწვეული ვიყავი, როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსი, კომისიის წევრი არ ვყოფილვარ, – ამის შესახებ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ბადრი ბიწაძემ განაცხადა.

„ვესწრებოდი კომისიის ერთ-ერთ სხდომას და ეს გამოკითხვაზეც დავადასტურე. იქ იხილებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი, მე მიწვეული ვიყავი, როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსი, კომისიის წევრი არ ვყოფილვარ. რომელი რუკა, რომელი წლის, რა მასშტაბის – მე ამ საკითხებში კომპეტენტური არ ვარ. ეს არის ექსპერტების საქმე. მე საზღვრის დაცვას ვხელმძღვანელობდი და ჩვენს კომპეტენციაში საზღვრის დადგენა არ შედიოდა“, – აცხადებს ბიწაძე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება