IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გენერალური პროკურატურა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მტკიცებულების სახით მოპოვებულ ნ.ი.-ს საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს.

დღეს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაღებული ფარული აუდიო და ვიდეო მასალა გაასაჯაროვა. კერძოდ, მასალაში ივერი მელაშვილისა და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მიქელაძის საუბარია ასახული.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება