IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქყვენებს:

“აფეთქდა გუშინ სოცქსელი და ვნახე ჩანაწერში ელისაშვილი-ხაზარაძე.
მოკლე თეზისებად:
▪️იმით დავიწყებ, რომ არცერთი მათგანის მიმართ გამაჩნია სიმპათია. სხვა ტიპის პოლიტიკოსთა შემისვლას ველოდები.
▪️ელისაშვილს რომ არ დაუწყია დაპირისპირება, ფაქტია, მოლაპარაკებები გამოიტანეო და დაიწყო ჭიდილი.
▪️ელისაშვილზე ადრე სხვამ გაიტანა, დავწერე იმ დღეს, მაგრამ ბრალი არავინ წაუყენა. ამის მიზეზიც გასაგებია. ვინც კიევში დაწერილი სცენარიდან ვარდება, მტერია.
▪️ტელესტუდიებში მოწყობილი მსგავსი შოუები რომ არ მომწონს, არაა სიახლე. ხალხს ართობთ, საკუთარ დონეს აჩვენებთ, საზოგადოებისთვის კი სარგებელი ნულია. ხვდებით მიზეზს ბიძინა ივანიშვილი 8 წლის მანძილზე რატომ დაგიჯდათ სასაუბროდ არცერთს?
▪️კიდევ ერთი. კი იძახით მთელმა ოპოზიციამ 52% ავიღეთო, თუმცა ბარიერგადალახულები, ირმა ინაშვილის პარტიასთან ერთად (4 დეპუტატის გამოყოფამდე, 31.10.20-ის მონაცემებით) დაახლოებით 45%-ა. პატრიოტების გარეშე 42%. ამ ციფრებზეც დავწერე ადრე. ჰოდა, დავუშვათ და გყოფნოდათ კოალიციის შესაქმნელად, ასე სხვადასხვა ღირებულებების პარტიები, რომლებსაც არაფერი გაერთიანებთ, როგორ აპირებდით ქვეყნის მართვას ან მომავალში როგორ აპირებთ?
▪️თქვენ ახლა ავლენთ, რამდენად სხვადასხვა პლანეტაზე ხართ, ჩემთვის და ბევრისთვის თავშივე გასაგები იყო. ამიტომ მიმაჩნია კატასტროფულად 8 პარტიის კოალიცია.
▪️და ბოლოს. შეისმინა მგონი ორმა პარტიამ, რასაც დიდი ხანია ვწერ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამსხვილებას აპირებენ პარტიები. კი არ მაქვს იმედი, რომ სწორად გადალაგდებით, თუმცა სწორი პროცესია.
▪️იმის იმედი მაინც არ მაქვს, რომ პოლიტიკური ველი სწორად დალაგდება და გაგვაგრბინებთა ვინაა ცენტრისტი და ცენტრთან ახლოს, ვინაა მარცხნივ ან მარჯვნივ და რომელი რამდენად?! ეს მედასავლეთეობა რომ ფსევდო იყო, დავინახეთ ამ თვეებში, ხან ელჩებს ლანძღავთ, ხან ევროსტრუქტურებს. ამიტომ იქნებ ახლიდან დაწეროთ თქვენი პარტიული წესდებები და გაგვაგებინოთ ვინ ხართ.
P.S. აქაც გავიმეორებ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2024-სთვის ახალი, თუნდაც ერთი, ოღონდ ჯანსაღი და დამოუკიდებელი პარტიის შემოსვლა. ეს კი არ აწყობთ მოქმედ პაეტიებს.
P.P.S. გუშინ უბიძგეთ ელისაშვილს პარლამენტისკენ.”– წერს სალუქვაძე.
კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება