IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ნავალნის და სააკაშვილს შორის, გარდა იმისა, რომ პირველი – კაცია და მეორე – ფარჩაკი, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება – დასავლეთი ნავალნის პუტინთან ბრძოლაში რეალურ და ეფექტურ მოკავშირედ განიხილავს და მხარდაჭერის სრული პაკეტით უზრუნველყოფს (ციხის გზაზე ესკორტირების ჩათვლით), ხოლო მარგინალი და ჯვარდასმული მიშა იმდენად კიდია დასავლეთს, რომ სულ არ აინტერესებს, სად ჩავა და სად ჩაჯდება“ – „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი ალექსეი ნავალნის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ნაცვლიშვილი ნავალნისა და სააკაშვილის შორის პარალელს ავლებს.

„ნავალნის და სააკაშვილს შორის, გარდა იმისა, რომ პირველი – კაცია და მეორე – ფარჩაკი, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება – დასავლეთი ნავალნის პუტინთან ბრძოლაში რეალურ და ეფექტურ მოკავშირედ განიხილავს და მხარდაჭერის სრული პაკეტით უზრუნველყოფს (ციხის გზაზე ესკორტირების ჩათვლით), ხოლო მარგინალი და ჯვარდასმული მიშა იმდენად კიდია დასავლეთს, რომ სულ არ აინტერესებს, სად ჩავა და სად ჩაჯდება.

პ.ს. როცა პუტინს დასჭირდა პროამერიკელი პოროშენკოს დასანგრევად, კი ნახეთ, პოლონეთის საზღვრის გარღვევისას, რას ნიშნავს “ცენტრის” მხარდაჭერა. ხოდა, დააპარალელეთ ახლა, არ გაგიჭირდებათ“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება