IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს;

 

“ხაზარაძემ ხალხი გაყვლიფაო, უგულავა ბიუჯეტის ქურდიაო, ბოკერიამ 7 ნოემბერს ხალხი აცემინაო, ვაშაძეზე ნაცებს კომპრომატები აქვთო, ნაცები რაც არიან, ამას აღარ ავხსნიო…
ეს, ყველაფერი, იმ ალეკო ელისაშვილმა ჩამოთვალა, რომლითაც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ აქ ვიღაც-ვიღაცები, მაგრამ ის როგორ გავიგოთ, გარეწრების მთელ ამ ბანდასთან დახურულ შეხვედრებს რომ მართავ და გაუთავებლად რომ იმეორებ, ხალხის ბედზე ვსაუბრობდითო!
ელისაშვილი რაც არის, ამას უკვე ბევრი მიხვდა.
თქვენ ის მითხარით, “აუ, ალეკომ ხაზარაძეს სახე აახია” ტიპები რას წარმოადგენენ.
და, “ვნიმანიე, ვაპროს”:
“ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხის” პონტში, ზვიადა, მიშა, ოქრუაშვილი, ელისაშვილი და ეგეთები უფრო ადრე გაჩნდნენ თუ მათი გულმხურვალ-ამოსკვნილი მხარდამჭერები?”  – წერს იაკონაშვილი.
კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება