IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

“ბოლო დღეებია, ბევრს ვფიქრობ… საქართველოს დიდ “გოროდებში” (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი) ჩამოსულ სოფლელებს ერთი ნორმალური პარტია არ უნდა გვქონდეს?
მაგალითად, ხომ შეიძლება, შევქმნათ სოფლელთა პოლიტიკური გაერთიანება “ვაჰ, სოფელო, რა შიგან ხარ”?
თუ ძველებური მოტივები არ მოგწონთ, მაშინ იყოს თანამედროვე: “სოფლელი დემოკრატები”, “ევროპელი სოფლელები” და ასე შემდეგ.
ავაშენოთ ერთი სახლი სოფლელებმა თბილისის ცენტრში, ვიყიდოთ სამოვარი, შევიკრიბოთ ხოლმე, ვსვათ ჩაი, ვიმსჯელოთ პოლიტიკაზე და მივიღოთ ყოველ არჩევნებში მონაწილეობა.
ვითამ არ გვექნება პერსპექტივაი, ხალხნო?” – წერს ზედელაშვილი.
კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება