IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თამარ ჩერგოლეიშვილი, წლების შემდეგ პირველად, ნიკა გვარამიას იცავს და ამბობს, რომ მისი მხრიდან, ხუმრობით, ალაჰისა და მოციქულის შესახებ ნათქვამი არ შეურაცხყოფს რელიგიურ გრძნობებს.

“ხუმრობა შეიძლება ყველაფერზე. ღმერთია, პატრიარქი, ქრისტე, იაჰვე, თუ ალლაჰი – ყველაფერზე შეიძლება ხუმრობა საქართველოში და ყოველთვის შესაძლებელი იქნება.

შეიძლება ეს იყოს ცუდი ხარისხის ხუმრობა, შეიძლება ცუდი, ან ჩაგრული უმცირესობის მასტიგმატიზებელი იუმორის გამო ადამიანი გაიკიცხოს.
მაგრამ სენსიტიური საკითხით და სხვების რელიგიური გრძნობებით პოლიტიკური სპეკულაცია, გნებავს პატრიარქი იყოს, ან გნებავთ ალლაჰი, ჩემთვის მიუღებელია. (“ბიძინა პატრიარქს ლანძღავდა”, “გვარამიამ ალლაჰი შეურაცხყო”).

ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, გვარამიას ხუმრობა არაფერ მასტიგმატიზებელს არ შეიცავდა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა.”– წერს თამარა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია და თამარა ჩერგოლეიშვილი ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებულები არიან და გვარამიამ მას არაერთხელ მიმართა საჯაროდ უცენზურო სიტყვებით.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება