IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შეგვიძლია ვთქვათ, რომ განახლების პროცესი დაიწყება, ან ამ მოსალოდნელ პროცესს შეგვიძლია დავარქვათ, მთლიანად პარტიის რესტარტის, რეორგანიზაციის პროცესი. მე ნაკლებად დავარქმევდი ამას პოლიტიკურ დაპირისპირებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა

მისი თქმით, როდესაც ერთი ეტაპი სრულდება და მეორე იწყება და ასეთ პერიოდს ახასიათებს ხოლმე გარკვეული ცვლილებები.

„ვერ დავკონკრეტდები, თუ რა მოლოდინები არსებობს კონკრეტულ პოლიტიკოსებს შორის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის დასრულდა ერთი და დაიწყო მეორე ეტაპი. ასეთ პერიოდებს ახასიათებს ხოლმე გარკვეული ცვლილებებეი, გარკვეული გადანაცვლებები, შეიძლება ასე ითქვას ლეგალურად ძალაუფლების გადანაცვლება, ვერტიკალის გადანაცვლება, ასე რომ ეს ალბათ, ნორმალური პროცესია.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ განახლების პროცესი დაიწყება, ან ამ მოსალოდნელ პროცესს დავარქვათ პარტიის მთლიანად რესტარტის, რეორგანიზაციის პროცესი. მე ნაკლებად დავარქმევდი ამას პოლიტიკურ დაპირისპირებას. როდესაც ერთი ეტაპი სრულდება და მეორე იწყება, ეს მოსალოდნელია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება