IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ეს უდაოდ დიდი პოლიტიკური მოვლენაა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ერთი ეტაპი დასრულდა და ახალი ეტაპი იწყება ქართულ პოლიტიკაში, – ასე შეაფასა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ „დღის ქრონიკაში“.

„ამ წასვლას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, მმართველ გუნდს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება იმისთვის, რომ უფრო მომწიფდეს პოლიტიკურად და უფრო ეფექტიანი იყოს, მეორე მხრივ უარყოფითი მხარეც აქვს, რადგან ამხელა მხარდაჭერა, ვგულისხმობ არა მარტო ავტორიტეტს და ფინანსურ რესურს, არამედ ამ ადამიანის გამოცდილებას და ზოგადად ხედვას, ამიტომ ერთი ეტაპი დასრულდა და ვფიქრობ, მეორე ეტაპი, უფრო მეტი გამოწვევების მქონე ეტაპი, ჩემი აზრით, წარმატებული იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პირველ არხთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ ექნება პოლიტიკური კონსულტაციები და საჯარო განცხადებები.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება