IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ფონდი „განვითარება და გარემოს“ თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს.

თემურ ტყემალაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი სწორედ მაშინ მოვიდა პოლიტიკაში როდესაც ქვეყანას ეკონომიკურად ყველაზე მეტად უჭირდა. მისივე თქმით, მისი წასვლა პოლიტიკიდან დროულია, რადგან მან შეკრული გუნდი დატოვა.

ფონდი „განვითარება და გარემოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილის მიერ, გარემოს დაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. თემურ ტყემალაძის განმარტებით, აბასთუმანი, შეკვეთილი, ბოტანიკური ბაღი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული და განხორციელებული მასშტაბური პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

„მისთვის პოლიტიკა არ იყო მიზანი და სწორად მოიქცა და ჩაერია, როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა. ბატონმა ბიძინამ პოლიტიკა დატოვა დროულად, იმიტომ რომ მას მეტი მისიები აქვს ცხოვრებაში, უკეთებია და აკეთებს კიდევაც“, – ამბობს ტყემალაძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება