IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში აცხადებენ, რომ ყველაზე მძიმე პერიოდში ბიძინა ივანიშვილი მათ ფინანსურად დაეხმარა და თანამშრომლებს წლების განმავლობაში ხელფასს უხდიდა.

აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე ივანიშვილის დახმარებას საქართველოში მეცნიერების გადარჩენას უწოდებს.

„როდესაც ქართულ მეცნიერებას კრიტიკული პერიოდი დაუდგა და 300-ზე მეტმა პროფესორმა დატოვა საქართველო, ამ დროს ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერით გადაარჩინა ჩვენი მეცნიერება“, – აცხადებს გიორგი კვესიტაძე.

მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, როინ მეტრეველის თქმით, „10 წელიწადზე მეტის განმავლობაში აკადემიის წევრები და წევრ-კორესპონდენტები ბიძინა ივანიშვილისგან ხელფასს იღებდნენ და ამით იმ ურთულეს და გაჭირვებულ დროს გადარჩა ქართული მეცნიერება“.

მეცნიერები დღეს ასევე ხაზს უსვამენ ბიძინა ივანიშვილის როლს ქართული ენციკლოპედიის მხარდაჭერაში.

„მოწმე გახლავართ იმისა, როგორ ეხმარებოდა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ 2006 წლიდან ქართული ენციკლოპედიის რედაქციას. ეს იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის გამოცემა, უნივერსალური ენციკლოპედიისთვის ელექტრონული ვერსიის მომზადება და სხვა“, – აცხადებს ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი ზურაბ აბაშიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება