დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტარუაშვილი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს ესტუმრა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დახმარების აქცია შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
კომენტარის დატოვება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 769...