IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე საიმედო პროგნოზზე საუბრობს და ამბობს, რომ პირველად მოხდა, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 10%-ზე დაბლა ჩამოვიდა.

 

„ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ პირველად ამ ბოლო თვეების მანძილზე 8%-ზე ჩამოვიდა. 19 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა, იქიდან რაც დადებითი იყო არის 8%-ი. პირველად მოხდა, რომ გატესტილებიდან ჩვენ 10%-ზე დაბლა ჩამოვედით.

ეს არის საიმედო მაჩვენებელი, მაგრამ თავისთავად როდესაც ავადობა 1 600-ია, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ 100-200 შემთხვევიდან მალევე ავედით 5 ათასამდე. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“,– განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება