IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰია და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის წერილის იმ ნაწილის შეფასებისას განაცხადა, სადაც ის ქართულ მედიაზე საუბრობდა.

 

გვარამიას ხუმრობამ მუსლიმთა თემის გაღიზიანება გამოიწვია და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

 

“სააკაშვილის გუნდისა და რადიკალური ოპოზიციის წევრების მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისინი რელიგიურ- ეთნიკიურ კონტექსტში დისკრიმინაციულ განცხადებას აკეთებენ.
ნიკა გვარამია იძულებული იქნება ბოდიში მოიხადოს იმ განცხადებისთვის, რომელიც მან გააკეთა და მთელი მუსულმანური სამყარო შეურაცხყო.
Saakaşvili kamandası və radikal müxalifətin üzvləri tərəfindən, bizlərə qarşı diskriminasiya tərkibli şərhlərin yayılmasının ilk dəfəsi deyil.
Nika Qvaramiya, müsəlmanların dinini təhqir etdiyi üçün, hər kəs qarşısında üzr istəməyə məcbur olacaq.” 

 

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება