IMG.GE ___________________________________ IMG.GE

“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება:

სააკაშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის პირობა ამერიკის ელჩს მისცა და უკრაინაში გაქცეული ექსპრეზიდენტის ვერსიით სწორედ ამიტომ წავიდა ივანიშვილი პოლიტიკიდან.

სააკაშვილის ამგვარმა განცხადებამ გააღიზიანა თამარ ჩერგოლეიშვილი და ექსპრეზიდნტ სააკაშვილს ჭორიკანა უწოდა:

“ეს რას ჭორაობს – რა სამარცხვინოა. რა იცის რა პირობა მისცა, ამას ვინ უთხრა. ყველანაირი რესპექტაბელურობა დაკარგა.

ამას ხომ უპასუხებს ახლა ამერიკის საელჩო?

ეს ხომ კარგი არ იქნება?

ყველანაირი მუხრუჭი მოშლილი აქვს. აღარც ერთი აღარ უმუშავებს.” – წერს ჩერგოლეიშვილი.

სააკაშვილის მორიგი განცხადებაც გამაღიზიანებელი აღმოჩნდა თამარ ჩერგოლეიშვილისთვის – ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ის საქართველოში იქნებოდა “ქართულ ოცნებას” რამდენიმე დრეში დაამარცხებდა.

სააკაშვილის ამ განცხადებას ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში უპასუხა:

“ფორმულაზე შევდივარ ახლა სააკაშვილის შემდეგ.

“მე რომ ვიყო საქართველოში ივანიშვილს დავამარცხებდი რამდენიმე დღეში”

მანდ ვინც ხართ, ბანძები ხართო.

მერე რატომ არ ხარ, შე ბაქია მხდალო?” – წერს ფეისბუქზე ჩერგოლეიშვილი

კომენტარის დატოვება
IMG.GE