IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

“ჰაჰაჰაჰააააა… ამაზე როგორ უნდა გაბრაზდე?!
გიჟივით ვიცინი!
ნინო ბურჯანაძე: “ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?!”
აბა, რა! თქვენ გგონიათ ნორმალური ფსიქიკის იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე, წინანდალში რომ აცხოვრებდა ოჯახს?!
ანდა როსტომ წერეთელი იყო ნორმალური ფსიქიკის?! ნორმალური რომ ყოფილიყო, ოჯახს სხვიტორში აცხოვრებდა?!
ღმერთო, რატომ, რატომ?! 
აი, ხომ ჩავფიქრდი, მაგრამ ისევ გიჟივით წამომიარა და ისევ ვიცინი. 
რომელი საუკუნეა, ქალბატონო, რა ჭორვილა?!
ახლა რა მნიშვნელობა აქვს, სად ცხოვრობ, – ჭორვილაში, წინანდალში, სხვიტორში თუ… ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში?!
რა მნიშვნელობა აქვს, რასაკვირველია, თუ რამე არ გიჭირს?!
პირიქით არის ეგ, ქალბატონო ნინო, პირიქით:
როცა გიჭირს, მაშინ ვერ იცხოვრებ იქ, სადაც გინდა, თორემ, როცა არ გიჭირს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, სად ცხოვრობ?!
სადაც მოისურვებ, იქ იცხოვრებ!
Во деревня! 😂😂😂
P. S.
„Ангорской кошки дикий взгляд,
И облик Иверской Мадонны,
Но все манеры говорят,
Что Вы, мадам из Зестафони.”
პაოლო იაშვილი ” – წერს მძინარაშვილი.
კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება