Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა მართებულად აღნიშნა ის ობიექტური რეალობა, რაც გვაქვს – პატარა სუვერენულ საქართველოს უქმნიან პრობლემებს და ეროვნული ინტერესები უწინარესია ნებისმიერი ქართველისთვის

მარშალ პრესი 25/07/2024
gia abashidze

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მართებულად აღნიშნა ის ობიექტური რეალობა, რაც გვაქვს – პატარა სუვერენულ საქართველოს უქმნიან პრობლემებს და არა თავად საქართველო ქმნის და ეროვნული ინტერესები უწინარესია ნებისმიერი ქართველისთვის, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვინც ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებაში პრორუსულობას ან ანტი დასავლურობას ხედავს, ის ან არარეალურ განზომილებაშია, ან ნებისმიერი მიზეზით სურს საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმება.

“რუსთავი-2″-თან 24 ივლისის ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მართებულად აღნიშნა ის ობიექტური რეალობა, რაც გვაქვს – პატარა სუვერენულ საქართველოს უქმნიან პრობლემებს და არა თავად საქართველო ქმნის და ეროვნული ინტერესები უწინარესია ნებისმიერი ქართველისთვის.
თუ ამაში ვინმე ხედავს ე.წ. პრორუსულობას ანდა ე.წ. ანტიდასავლურობას, ან ირეალურ განზომილებაშია ან ნებისმიერი მიზეზ-საბაბით სურს ჩვენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაკნინება-გაუქმება, რაც გამორიცხულია.

26 ოქტომბრის არჩევნებს მრავალნაირი ვარიანტის რეფერენდუმი უწოდეს, თუმცა ნამდვილი არჩევანი, ჩემი აზრით, ამგვარია – ღირსება, თავისუფლება, ეროვნულობა, განვითარება vs უღირსობა, ვასალობა, ანტიქართულობა და სიბნელე ფსევდოპროგრესის გაქუცული ნიღბით.” – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან
Next: წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.