Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად

მარშალ პრესი 23/07/2024
levan nikoleishvili

ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეების მკვლელობით უნდა დასრულებულიყო, როგორც ჩანს, სწორედაც ერთი დიდი სცენარის ნაწილია: უნგრეთის პრემიერ მინისტრ ორბანზე თავდასხმა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს და აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა. ახლა კი ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად, – ამის შესახებ ექსპერტი, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი აცხადებს, რომ ტერორისტული აქტი იმ პიროვნების მიმართ იგეგმებოდა, რომელმაც სამშობლოს მშვიდობა არაფერზე გაცვალა. ის სვამს კითხვას, რატომ მალავდა ოპოზიციური მედია, გამოკითხული პირები და მათი ადვოკატები საზოგადოებისგან ასეთ სკანდალურ საქმეს.

“ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეების მკვლელობით უნდა დასრულებულიყო, როგორც ჩანს, სწორედაც ერთი დიდი სცენარის ნაწილია: უნგრეთის პრემიერ მინისტრ ორბანზე თავდასხმა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს და აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა. ახლა კი ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად. იმ ადამიანის მოსაკლავად, რომელმაც არაფრის ფასად არ გაცვალა თავისი სამშობლოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

ყველაფერზე წამსვლელი ადგილობრივი და უცხო ძალებმა იციან რომ არჩევნებში მათ მარცხი გარდაუვალია, მათი ბოროტი განზრახვითა და წარმოდგენით ასეთი პოლიტიკური მკვლელობის აქტი, მათ გზას გაუხსნიდა სახელმწიფო გადატრიალებისაკენ, თავიდან ბოლომდე ამოატრიალებდა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ვექტორს. ცხადია, დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება – რატომ მალავდა ასეთ სკანდალურ საქმეს ოპოზიციის მედია და გამოკითხული პირები და ადვოკატები? დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს გამოიძიებენ და უფრო დიდი სურათი გამოჩნდება,” – წერს ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: თუ ვინმეს გონებაში “იხარშება” ის სცენარი, რომ თავს დაესხმება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ააყირავებს ვითარებას ნაცრადიკალთა და “გლობალური ომის პარტიის” სასარგებლოდ, მწარედ ცდება
Next: არჩევნებში მარცხისთვის განწირული ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის მკვლელობაზე და ტერორისტული აქტის გზით სახელმწიფო გადატრიალებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025