Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სასამართლო, სადაც საჯაროდ “გაიროზგა” ზურაბიშვილის უფლებადამცველები, სასამართლო, რომელმაც ზურაბიშვილის ქმედებები ოფიციალურად ცნო არაკონსტიტუციურად, დღეს ზურაბიშვილის უკანასკნელი იმედის ინსტანციად იქცა

მარშალ პრესი 22/07/2024
david kartvelishvili

დასრულდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მორიგი “მასტერ-კლასი” ქართველი ტელეჟურნალისტების ერთი ნაწილისთვის. ყოველთვის მიკვირს, რისი იმედი აქვთ, პარტიულ რედაქციებში მომზადებული “ცბიერი” შეკითხვებით რომ ცდილობენ მორიგ ჯერზე თავისი არაკომპეტენტურობის საჯაროდ გამოჩენას, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ პრეზიდენტზე გაკეთებულ განცხადებას. ქართველიშვილის თქმით, სასამართლო, სადაც საჯაროდ “გაიროზგა” ზურაბიშვილის უფლებადამცველები, სასამართლო – რომელმაც ზურაბიშვილის ქმედებები ოფიციალურად ცნო არაკონსტიტუციურად, დღეს ზურაბიშვილის უკანასკნელი იმედის ინსტანციად იქცა.

„დასრულდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მორიგი “მასტერკლასი” ქართველი ტელეჟურნალისტების ერთი ნაწილისთვის. ყოველთვის მიკვირს, რისი იმედი აქვთ, პარტიულ რედაქციებში მომზადებული “ცბიერი” შეკითხვებით რომ ცდილობენ მორიგ ჯერზე თავისი არაკომპეტენტურობის საჯაროდ გამოჩენას. მათი მხრიდან პრემიერის დღევანდელი “ტორპედირებისას” მე ჩემი ფავორიტი შეკითხვა შევარჩიე: რას ფიქრობთო სალომე ზურაბიშვილის მიმართვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.

სასამართლო, სადაც საჯაროდ “გაიროზგა” ზურაბიშვილის უფლებადამცველები, სასამართლო – რომელმაც ზურაბიშვილის ქმედებები ოფიციალურად ცნო არაკონსტიტუციურად, დღეს ზურაბიშვილის უკანასკნელი იმედის ინსტანციად იქცა. ზურაბიშვილმა ამით აღიარა ამ სასამართლოს ლეგიტიმაცია და საკუთარი თავის მიმართ მის მიერ გამოტანილი თითოეული ვერდიქტიც ლეგიტიმურად სცნო. გარდა ამისა, ის უფრო შორს წავიდა და სწორედ ამ სასამართლოს წინაშე საკუთარი თავი სასაცილო და უხერხულ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ჩააყენა. ის ცნება “გამჭვირვალობას” ებრძვის სამართლებრივი მეთოდებით. ხვალ ის ცნება “სიყვარულსაც” გასწვდება, როგორც კი შეიტყობს, რომ მსგავსი კატეგორია რუსეთისთვისაც არაა უცხო და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მის შედარებასაც მოითხოვს. მთავარია, ამ ყველაფერში ხელი არ შევუშალოთ! “ოდნავ შეშლილი” პრეზიდენტების სეზონი ღიადაა გამოცხადებული“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში – პრემიერი
Next: რეალობას მოწყვეტილი, მავნებლური და მოღალატეობრივი დისკურსი, თითქოს ეს არჩევნები არის რეფერენდუმი “ევროპა თუ რუსეთი,” უნდა განადგურდეს და რაც შეიძლება მალე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.