Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, ჯო ბაიდენი ვადის დასრულებამდე პრეზიდენტის მოვალეობას შეეასრულებს

მარშალ პრესი 22/07/2024
tetri saxli

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ის მოუთმენლად ელის თავისი ვადის დასრულებას და უფრო ისტორიული შედეგების მიღწევას ამერიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა. ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

„თუ ჯო ბაიდენი არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის. მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა“, – აღნიშნა მაიკ ჯონსონმა.

Post navigation

Previous: ჯო ბაიდენმა საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
Next: ტრამპი, ვენსი და ორბანი ერთი ჯგუფია – უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებზე ზრუნავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.