Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოცდაშვიდი პაციენტი გვყავს სერვისში (პედოფსიქიატრია), მათი ასაკი 14 -დან და 25 წლამდე მერყეობს, ოცდაშვიდიდან დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია

მარშალ პრესი 12/07/2024
dina

ოცდაშვიდი პაციენტი გვყავს სერვისში (პედოფსიქიატრია). მათი ასაკი 14 – იდან და 25 წლამდე მერყეობს. ოცდაშვიდიდან დადასტურებულად და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია” ამის შესახებ საფრანგეთში მომუშავე ჟურნალისტი და მწერალი დინა მირცხულავა წერს სოციალურ ქსელში.

“ცხრავე მათგანი იზოლირებული პაციენტია და ზოგიერთი მათგანი, დაბმულიც კია, ვინაიდან თავს იზიანებს,

” რამდენიმე დღის წინ პროფესორმა კოლეტამ თქვა, რომ დედამიწა იწვის ამათი ცოდვით და ჩვენ როგორღაც უნდა შევაჩეროთ, ფსიქოლოგების ეს თითქოსდა უწყინარი ფრაზები: ხომ არ გიფიქრია, რომ ბიჭი იყო ?! ხომ არ გიფიქრია, რომ გოგოდ გადაკეთდე ?! იქნებ ბიჭები უფრო მოგწონს, ვიდრე გოგონები ?! იქნებ გოგონები უფრო მოგწონს, ვიდრე ბიჭები ?! ამ კითხვებს ფსიქოლოგები ძირითადად იმ შემთხვევაში სვამენ, როცა მოზარდს კონფლიქტი აქვს საწინააღმდეგო სქესის მშობელთან.

პირადად ვესწრებოდი ერთ ასეთ კონსულტაციას, როდესაც ბავშვმა თქვა, რომ მამის სიძულვილის გამო გადაწყვიტა რომ გოგო გამხდარიყო და ამაში ფსიქოლოგი დაეხმარა. მილიონობით თანხები იდება და იხარჯება იმაში, რომ ეს ბავშვები, ეს საცოდავი ბავშვები ბოლოს ფსიქიატრიულ კლინიკებში მოხვდნენ. უკან ვერც ერთი ბრუნდება მერე, სურვილის და მიუხედავად და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შუა ასაკს არ სცდება. არავისთან კამათის ნერვები არ მაქვს და არც ვაპირებ, მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ ევროპის ეს უდიდესი ქვეყანაც კი შეხვედრას შეხვედრაზე აწყობს კომპეტენტურ პირებთან ერთად, რომ პროპაგანდის მსხვერპლი ბავშვები გადაარჩინოს.” – წერს დინა მირცხულავა.

Post navigation

Previous: როგორც აქ გადაეფარა დასავლეთი მისი ფინანსებით გამოზრდილ კონტრელიტას, ისევე იცავს მათ უკრაინაშიც, თუნდაც ომის პირობებში
Next: უკრაინამ დეკლარირებულად დაამტკიცა აგენტურის პოლიტიკურ ნებაზე უკრაინის პოლიტიკის დამოკიდებულება როცა ეს ყველაფერი სამართლებრივად ბრძანებით გააფორმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.